ხშირად დასმული კითხვები

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ხშირად დასმული კითხვების სია, უბრალოდ დაკლიკეთ კითხვაზე, რომელზეც გსურთ პასუხის წაკითხვა!

Advilad.com არის პირველი ვებ პლატფორმა, რომელიც შექმნილია შეერთებული შტატების ძირითადად ქართულენოვანი მაცხოვრებლების დასაკავშირებლად. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქონლის, მომსახურების, საცხოვრებლის ან უბრალოდ კეთილგანწყობის გაცვლას ჩვენს საზოგადოებაში.

ჩვენი ვებსაიტი მუშაობს როგორც განცხადებების კატალოგის ვებგვერდი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განათავსონ და აღმოაჩინონ სხვადასხვა განცხადებები ქართულენოვან საზოგადოებაში. თუ თქვენ ეძებთ საქონლისა და მომსახურების ყიდვას, გაყიდვას ან გაცვლას, Advilad.com გთავაზობთ პლატფორმას მომხმარებელთან და ბიზნესებთან დასაკავშირებლად.

თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ განცხადებების ფართო სპექტრი, მათ შორის გასაყიდი ნივთები, სერვისები, უძრავი/მოძრავი ქონება და სხვა. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალულია მაპროვოცირებელი, სიშიშვლე/ნუდისტური, ნარკოტიკებთან დაკავშირებული, ძალადობრივი, დისკრიმინაციული ან ნებისმიერი სხვა არაეთიკური შინაარსის ფოტო/ვიდეო ან ტექსტური მასალის განთავსება.

Advilad.com-ზე ტრანზაქციები ძირითადად ხორციელდება ფინანსური კომპანია Stripe-ის მეშვეობით. ჩვენ არ ვინახავთ მომხმარებლის გადახდის ინფორმაციას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და საიმედო გადახდის პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ ვებსაიტის და განცხადებების დათვალიერება შესაძლებელია ანგარიშის გარეშე, ანგარიშის შექმნა გაძლევთ უპირატესობებს, როგორიცაა განცხადების გამოქვეყნების, ფავორიტების შენახვა და თქვენი ტრანზაქციების უფრო ეფექტურად მართვა. ჩვენი რეკომენდაციაა აუცილებლად დარეგისტრირდეთ, შექმნათ ანგარიში, რათა ჩვენი პლატფორმისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

განცხადების გამოსაქვეყნებლად დაკლიკეთ ღილაკზე „განცხადების გამოქვეყნება“ ან "დამატება". შეავსეთ საჭირო დეტალები, მათ შორის სათაური, აღწერა, კატეგორია და შესაბამისი სურათი. გადახედეთ და განათავსეთ თქვენი განცხადება. გახსოვდეთ, განცხადების დასამატებლად აუცილებელია გავლილი გქონდეთ ავტორიზაცია.

შედით თქვენს ანგარიშში, გადადით "ჩემი განცხადებები"-ის გვერდზე, იპოვეთ სასურველი განცხადება, რომელსაც ექნება რედაქტირების ან წაშლის ღილაკი. დარწმუნდით, რომ თქვენი განცხადებები შეესაბამება ჩვენს წესებს, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ განცხადების ხილვადობის მომატების ფუნქცია განცხადების დადების თანავე, ან შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენი განცხადების გვერდზე თქვენს ანგარიშში, აირჩიოთ უკვე განთავსებული განცხადება, რომლის წინ წაწევაც გსურთ და დაკლიკოთ ღილაკზე „რეკლამა“.

თუ თქვენ წააწყდით რაიმე სახის ტექნიკური პრობლემას ან გაქვთ ზოგადი შეკითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის ჯგუფს ელ.ფოსტაზე: [email protected] ან გადადით გვერდზე - კონტაქტი.

თუ დაგავიწყდათ პაროლი, დაკლიკეთ ღილაკს "პაროლის აღდგენა" რომელიც განთავსებულია ავტორიზაციის გვერდზე. მიყევით ინსტრუქციას რათა მიიღოთ პაროლის აღდგენის ბმული ელ.ფოსტაზე.

დარწმუნდით, რომ იყენებთ ელ. ფოსტისა და პაროლის სწორ კომბინაციას. თუ მაინც ვერ შედიხართ, გამოიყენეთ "პაროლს აღდგენის" ოფცია. ან დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს,.

ზოგი განცხადება გადის განხილვას, რასაც შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. დარწმუნდით, რომ თქვენი განცხადება შეესაბამება ჩვენს წესებს. თუ ის მაინც არ გამოჩნდება, შეამოწმეთ შეტყობინებები ან დაუკავშირდით ჩვენს გუნდს დახმარებისთვის. ასევე თუ თქვენი განცხადება არის უფასო, შესაძლებელია რომ მისი გამოქვეყნება არ მოხდეს მთავარ გვერდზე, ჩვენი რჩევაა გადახვიდეთ იმ კატეგორიაში, რომელშიც განათავსეთ თქენი განცხადება ან გამოიყენოთ ძიების ფუნქცია.

When you are paying for your listings' promotion with wire transfer, expect to wait up to 24 hours until it will be manually reviewed and approved. If it doesn't appear after 24 hours, please give us as call at 908-248-2355.

ჩვენი რჩევაა შეამოწმოთ სპამის და რეკლამის განყოფილებები თქვენს ელ. ფოსტაში.

ანგარიშის გათიშვის მიზეზი ძირითადად არის ჩვენი გამოყენების პირობების დარღვევა. მიზეზის გასაგებად გადახედეთ პირობებს და მითითებებს. თუ ფიქრობთ, რომ ეს შეცდომაა, დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის ჯგუფს მეტი განმარტებისთვის.