საკრედიტო ისტორია აშშ-ში

ტერმინების განმარტება და სასარგებო ბმულები იხილეთ სტატიის ბოლოში

საკვანძო დროის მონაკვეთები ვიდეოში:

  • 0:02 შესავალი, საკრედიტო ქულის მნიშვნელობა
  • 0:37 საკრედიტო ისტორიის უფრო მეტი მნიშვნელობა
  • 1:03 უზრუნველყოფილი საკრედიტო ბარათი
  • 2:10 Credit Builder Loan
  • 2:52 ავტორიზირებული მომხმარებელი
  • 3:36 Airbnb
  • 4:07 Credit Union
  • 4:30 დაჯამება

საკრედიტო ქულის მნიშვნელობა

მაღალი საკრედიტო ქულა, შესაბამისად კარგი საკრედიტო ისტორია, აშშ-ში მრავალი შესაძლებლობისთვის აღებს კარს. შედარებით დაბალი პროცენტი და მოქნილი საკრედიტო პირობები, საშუალებას აძლევს აშშ-ს მოქალაქეებს შეიძინონ ინ ნივთები/ქონება ან განახორციელონ ის იდეები, რომლის განსახორციელებლადაც მოცემულ მომენტში თანხა არ გააჩნიათ ან/და ურჩევნიათ თავიანთი თანხის სხვა მიზნისთვის გამოყენება.

საკრედიტო ქულა აშშ-ში იზომება ციფრებით, რომლის მაქიმალური მნიშვნელობა არის 850 ერთეული, რაც თავისთავად უმაღლეს საკრედიტო შეფასებას ნიშნავს და ნებისმიერი ბანკი უყოყმანოდ გასცემს სესხს საუკეთესო პირობებით მასზე ვისაც მაღალი საკრედიტო ქულა გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს რომ საშუალო საკრედიტო ქულა აშშ-ში არის 718(Fico-ს მონაცემებით).

სტატიაში, მოკლედ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ და გავაუმჯობესოთ საკრედიტო ქულა 0-დან და რა მნიშვნელობა აქვს საკრედიტო ქულას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გახსენით უზრუნველყოფილი საკრედიტო ბარათი

აშშ-ში ჩამოსვლისთანავე, პირველივე დღეს, შეგიძლიათ მიხვიდეთ Bank of America-ში და მოითხოვოთ ჩვეულებრივი ანგარიშის გახსნა, ამასთან ერთად თქვენ გაქვთ საშუალება რომ ბანკის წარმომადგენელს გაახსნევინოთ ე.წ. Secured Credit Card(დაცული საკრედიტო ბარათი), რომლის ლიმიტიც შეიძლება იყოს $100-დან, რამდენიმე ათასამდე. ჩამონათვალში შეგიძლიათ იხილოთ თუ რა არის საჭირო საკრედიტო ბარათის გასახსნელად, რა პირობებს უნდა დათანხმდეთ და როგორ უნდა გამოიყენოთ იმისთვის რომ შეიქმნათ საკრედიტო ისტორია:

  1. პირველ რიგში ანგარიშის გასახსნელად დაგჭირდებათ ქვითარი, ე.წ. “ბილი”, ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდი არის, სთხოვოთ თქვენი სატელეფონო ქსელის პროვაიდერს – AT&T, Verizon თუ ა.შ., რომ როგორც კი ნომერს აიღებთ, ამოგიბეჭდონ “ბილი” სადაც ეწერება თქვენი მისამართი. ბანკის წამომადგენლების უმეტესობა ამ დოკუმენტით გაგიხსნით საბანკო ანგარიშს. ასევე დაგჭირდებათ დამატებითი დოკუმენტები, როგორიც არის – პასპორტი, საზღვარგარეთის საბანკო ბარათი, საზღვარგარეთის პირადობის მოწმობა, ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომელზეც თქვენი სახელი და გვარი არის დატანილი.
  2. უზრუნველყოფილი საკრედიტო ბარათის გახსნისას, მოგიწევთ ანგარიშზე შეიტანოთ თანხის ის რაოდენობა, რა რაოდენობის ლიმიტიც გინდათ რომ გქონდეთ საკრედიტო ბარათზე. მაგალითად, თუ ბანკს მისცემთ $500-ს, თქვენ დაგიმზადდებათ ბარათი, რომელზეც იქნება ლიმიტი $500. არ იდარდოთ, როგორც კი თქვენი საკრედიტო ისტორია შეიქმნება, ბანკი შეტანილ $500-ს დაგიბრუნებთ და დაგიმზადებთ ახალ ბარათს, რომელზეც იქნება თქვენი ნამდვილი საკრეტიო ლიმიტი.
  3. ბარათის გამოყენებისას, მაქსიმალური ეფქტურობისთვის, უმჯობესია მოიქცეთ შემდეგნაირად: ნებისმიერი გამოყენებული თანხა საკრედიტო ბარათიდან, აუცილებლად შეავსეთ იმავე დღეს, რადგან თვის ბოლოს დაანგარიშებისას არ დაგერიცხოთ პროცენტი.(უზრუნველყოფილი საკრედიტო ბარათის შემთხვევაში, აუცილებელია მალევე დაფაროთ გამოყენებული თანხა და არ გქონდეთ ბალანსი). მაგრამ გახსოვდეთ რომ საკრედიტო ბარათი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, თუნდაც ყოველდღიურად.
  4. რამდენიმე თვეში, თუ გამოყენების პირობებს მკაცრად დაიცავთ, ბანკი დაგიბრუნებთ თქვენს მიერ თავდებში ჩადებულ თანხას და დაგიმზადებთ ახალ საკრედიტო ბარათს, რომელზეც უკვე გექნებათ თქვენი რეალური საკრედიტო ლიმიტი.
  5. გილოცავთ, თქვენ უკვე გაქვთ საკრედიტო ქულა, სტატიის ბოლოში შეგეძლებათ იხილოთ ბმულები, რომლებზეც შეგეძლებათ უფასოდ შეამოწმოთ თქვენი საკრედიტო ქულა.

“კრედიტის მშენებელი სესხი”

ე.წ. კრედიტის მშენებელი სესხი წარმოადგენს სესხის სახეობას რომელსაც გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი – საკრედიტო ისტორიის შექმნა/გაუმჯობესება. არსებობენ კერძო კომპანიები, რომლებიც მზად არიან თქვენს სახელზე გასცენ მცირე სესხი, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა საკრედიტო ისტორია. სესხის გამცემი ორგანიზაცია, ყოველთვიურად აგზავნის მოხსენებას აშშ-ს საკრედიტო ბიუროში თქვენს მიერ თქვენივე ვალდებულებების გადახდის თაობაზე, რომელიც, თავისი მიზნობრიობიდან გამომდინარე იქნება დადებითი.

სტატისტიკურად მსგავსი სესხის მომხმარებლები, უმეტესად, არიან ადამიანები, რომლებსაც დაბალი საკრედიტო ქულა აქვთ და სურთ მისი გაუმჯობესება. საშუალოდ ზემოთაღნიშნული სესხის მომხმარებლებს საკრედიტო ქულა გაუუმჯობესთათ 60-80 ქულით.

ავტორიზირებული მომხმარებელი, Airbnb, Credit Union

ასევე არსებობს განსხვავებული მეთოდები იმისთვის თუ როგორ გავიუმჯობესოთ საკრედიტო რეიტინგი. ერთ-ერთი მათგანია, ავტორიზირებული მოხმარებელი, რომლის იდეაც ძალიან მარტივია. თქვენს მეგობარს, ოჯახის წევრს ან უბრალოდ ნდობით აღჭურვილ პირს უნდა სთხოვოთ რომ მის საკრედიტო ბარათზე დაგამატოთ როგორც ოფიციალური მომხმარებელი, ანუ ავტორიზირებული პირი. ეს იმას ნიშნავს რომ მის სახელზე არსებული საკრედიტო ბარათის სრულუფლებიანი მომხმარებელი იქნებით და შეგეძლებათ თქვენი სახელით და მისი ბარათით განახორციელოთ ტრანზაქციები. ეს უკანასკნელი ძალიან დიდ გავლენას არ მოახდენს თქვენს საკრედიტო ქულაზე, მაგრამ დატოვებს თქვენს ციფრულ ანაბეჭდს საკრედიტო ბიუროში, რაც ბევრად უკეთესია ვიდრე არაფერი.

ასევე ბევრისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ კარვეული პერიოდის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ Airbnb საკრედიტო ბიუროს უგზავნიდა თქვენი გადახდის ინფორმაციას, ან პირიქით, თქვენი გადაუხდელობის ინფორმაციას. დღესდღეისოობით შეიძლება ითქვას, რომ ეს მეთოდი არც თუ ისე ეფექტურია, თუმცა თუ Airbnb-ს ერთგული მომხმარებელი ხართ, დროულად არ გადახდილი ვალდებულებები ჰოსტის წინაშე, შეიძლება არც თუ ისე დადებითად აისახოს თქვენს საკრედიტო ქულაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ საქმე კოლექტორებს გადაეცემათ.

საკრედიტო კავშირები, იგივე Credit Union-ები, არის იგივე ბანკები, მთავარი განსხვავება არის ის, რომ დიდი ბანკებისგან განსხვავებით მათი საქმიანობის სფერო, უმეტესად, ლოკალური მაცხოვრებლებით შემოისაზღვება, ზოგ შემთხვევაში ერთი ქალაქითაც კი. საკრედიტო კავშირები შესაძლებელია იყოს კონკრეტული ადამიანთა ჯგუფებისთვის შექმნილი, მაგალითად – მასწავლებლებისთვის, მეხანძრე/პოლიციელთათვის, ვეტერანებისთვის და ა.შ. მათი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მათი სერვისი მორგებულია ინდივიდუალური ადამიანთა გაერთიანების მოთხოვნებს, ასევე მომხმარებლებთან ურთიერთობა მეტად პერსონალიზებული აქვთ ვიდრე დიდ ბანკებს. მაგრამ მათი მთავარი უპირატესობა არის შედარებით დაბალი საკრედიტო პროცენტი ვიდრე დიდ ბანკებში. ჩვენი რჩევაა მოიძიოთ თქვენს ქალაქში არსებული საკრედიტო კავშირები და გაეცნოთ მათ პირობებს, თუ თქვენ მათ მოთხოვნას აკმაყოფილებთ, სიმბოლურ, წელიწადში $5-ად შეძლებთ გახდეთ მათი წევრი და ისარგებლოთ შედარებით პრივილეგირებული საბანკო სერვისებით.

გახსოვდეთ, რომ როგორც ბანკები, ასევე საკრედიტო კავშირები დაზღვეულია ფედერალური კანონით, რომელიც ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში ანაზღაურებს მოხმარებლის დანაზოგს $250,000-მდე ოდენობით.

საკრედიტო ქულის გადამოწმება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე, უფასოდ. აუცილებელია გქონდეთ ე.წ. სოუშელი.

https://www.myfico.com

https://www.creditkarma.com/

ტერმინების განმარტება

ბალანსი – აშშ-ს საბანკო სექტორში სიტყვა ბალანსი ნიშნავს თქვენს ფინანსურ ვალდებულებას ფინანსური ორგანიზაციის ან კომპანიის წინაშე. მაგალითად, თუ თქვენს საკრედიტო ბარათზე ბალანსის რაოდენობა შეადგენს $100-ს, ეს ნიშნავს რომ თქვენ ბანკისთვის გმართებთ $100. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი იმაზე მეტ თანხას შეიტანს ვიდრე მართებდა, ამ შემთხვევაში, ხშირად ბალანსი აღინიშნება ნეგატიური მაჩვენებლით, მაგალითად Balance: -$100, ეს ნიშნავს რომ ბანკს თქვენთვის მართებს $100.

კოლექტორი – თუ თქვენს დავალიანებას ბანკის ან ნებისმიერი კომპანიის წინაშე დროულად არ დაფარავთ, ეს იქნება ინტერნეტ პროვაიდერი თუ უბრალოდ ჰოსტელი რომელიმე ქალაქში, ისინი აუცილებლად გადასცემენ ამის შესახებ ინფორმაციას კოლექტორებს, იგივე “ამომღებებს”, გახსოვდეთ, რომ როგორც კი თქვენი ფინანსური ვალდებულება კოლექტორების ხელში აღმოჩნდება, ისინი ძალიან რთულად გამოსასწორებელ ზიანს მიაყენებენ თქვენს საკრედიტო ქულას და ისტორიას.

FICO – ერთ-ერთი უძველესი ამერიკული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება, მომხმარებლის კრედიტუნარიანობის ანალიზზე და ადგენს მის საკრედიტო ქულას, რომელიც ძირითადად მერყეობს 300-დან 850-მდე.

განახორციელე მიზნები ადვილად – შენი გზამკვლევი აშშ-ში

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

en_US